აუქციონი

აუქციონი ახალ წლამდე

ახალ წლამდე აუქციონი შეწყდება 31 დეკემბერს, 23:30 საათზე. 23:45 საათზე გამოვლინდება სამი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 02:00-დან 03:00-მდე.

მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 03:00-დან 04:00-მდე.

შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში.

P.S გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.

ახალი წლის ღამის აუქციონი

ახალი წლის ღამის აუქციონი დაიწყება პირველ იანვარს, 00:00-დან და შეწყდება 03:00 საათზე. 03:15 საათზე გამოვლინდება ორი გამარჯვებული.

პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.

მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა მივა 05:00-დან 06:00-მდე.


ლიდერბორდი

ახალ წლამდე აუქციონის შედეგები

დასრულდება 31/12/2018 23:30-ზე

  • 1. 596690XXX
  • 2. 595202XXX
  • 3. 591255XXX
  • 4. 591024XXX
  • 5. 555315XXX
  • 6. 599115XXX
  • 7. 555334XXX
  • 8. 591911XXX
  • 9. 577797XXX
  • 10. 551154XXX
ახალ წლის ღამის აუქციონის შედეგები

დაიწყება 01/01/2019 00:00 ზე

  • 1. 591024XXX
  • 2. 555315XXX
  • 3. 599115XXX
  • 4. 555334XXX
  • 5. 591911XXX
  • 6. 577797XXX
  • 7. 551154XXX
  • 8. 577757XXX
  • 9. 571717XXX
  • 10. 599906XXX



წესები და პირობები


[„ვეთანხმები წესებს“] ღილაკზე დაკლიკებით თქვენ აცხადებთ, რომ გაეცანით ქვემოთმოყვანილი შეთანხმების პირობებს:

შემომწირველთა აუქციონი

1.შემომწირველთა აუქციონი იყოფა ორ ნაწილად:

ა. მიმდინარე აუქციონი, რომელიც ტარდება 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე და:

ბ. ახალი წლის ღამის აუქციონი, რომელიც ჩატარდება პირველი იანვრის 00:00 საათიდან 03:00-მდე.

2. თქვენ, მიმდინარე აუქციონის ფარგლებში, 2018 წლის 24 დეკემბრიდან 31 დეკემბრის 23:30 საათამდე, შეგიძლიათ გამოიძახოთ #ჯაფარამეკვლედ, ხოლო პირველ იანვარს, ახალი წლის ღამის აუქციონის განმავლობაში - 00:00 საათიდან 03:00-მდე.

3. მიმდინარე აუქციონის (24.12.2018 - 31.12.2018, 23:30 სთ.) ფარგლებში გამარჯვებულ სამ ადამიანს, ხოლო პირველ იანვარს, ახალი წლის ღამის აუქციონში (00:00-03:00) გამარჯვებულ ორ ადამიანს, ჯაფარა საახალწლო სუფრაზე ეწვევა სტუმრად.

4. 2018 წლის 31 დეკემბრის 23:30 საათამდე მიმდინარე აუქციონში გამარჯვებულად იქნება მიჩნეული ის სამი ადამიანი და ახალი წლის ღამის, პირველი იანვრის (00:00-03:00) აუქციონში ის ორი ადამიანი, ვინც ყველაზე მეტ ფულს შემოწირავს გირჩს japara.ge-ზე გამართული აუქციონის მეშვეობით.

5. აუქციონის მიმდინარეობისას თქვენ მიერ ერთი და იმავე ტელეფონის ნომრიდან რამდენჯერმე ჩარიცხული თანხა დაჯამდება.

6. შემომწირველთა აუქციონის ფარგლებში ჯაფარას სტუმრად მისვლა შესაძლებელია მხოლოდ თბილისის ფარგლებში. გამონაკლისია ბიძინა ივანიშვილთან სტუმრობის შემთხვევაში.

7. ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად მომხმარებელი „ვეთანხმები წესებს“ ღილაკზე დაკლიკების შემდეგ, გადის რეგისტრაციას საიტის ინტერფეისზე და შემდგომში, იგივე რეკვიზიტებით, აუტენთიფიკაციას.

8. რეგისტრაცია/აუტენთიფიკაციისთვის პირი უთითებს მის მიერ არჩეულ ტელეფონის ნომერს; აღნიშნული რეკვიზიტი წარმოადგენს გამარჯვებულის იდენტიფიცირების საშუალებას.

9. ღონისძიების მიზნებისთვის ივარაუდება, რომ ტელეფონის ნომრის მფლობელი მისივე მესაკუთრეა.


ლიდერბორდი და მონაწილეობის მიღება

10. მომხმარებელს შეუძლია ღონისძიების ფარგლებში მიმდინარე რეჟიმში „ლიდერბორდის“ საშუალებით ამოწმოს საკუთარი და ღონისძიებაში მონაწილე სხვა პირების რეიტინგები.

11. ლიდერბორდზე აისახება მონაწილეთა მიერ მე-8 პუნქტში აღნიშნული ტელეფონის ნომერი და მის გასწვრივ მომხმარებლის რეიტინგი.

12. ღონისძიებაში მონაწილეობის მსურველი პირი შესაბამის გრაფაში უთითებს ტელეფონის ნომერს, რის შემდეგაც გადამისამართდება გადახდის ავტომატიზებულ, უსაფრთხო საიტზე და იხდის სასურველ თანხას.

13. გადახდის განხორციელების მომენტად მიიჩნევა ბანკის მიერ ტრანზაქციის დასრულება.

14. გადახდილი თანხა ღონისძიებაში მონაწილე მომხმარებლის რეიტინგის იდენტურია.

15. მომხმარებელს საშუალება აქვს მე-8 პუნქტში მითითებული რეკვიზიტით ხელახლა, ნებისმიერ დროს, ვებ-გვერდის საშუალებით გაიაროს აუტენთიფიკაცია და გადაიხადოს დამატებითი თანხა საკუთარი რეიტინგის გასაზრდელად.

16. ღონისძიებაში მონაწილეობის მიღების მომენტად ითვლება პირის მიერ ნებისმიერი თანხის გადახდა.

17. პირის მიერ თანხის გადახდა გამოხატავს მის ნებას და ადასტურებს მის თანხმობას ამ შეთანხმების პირობებზე.

18. ღონისძიებაში მონაწილეობისთვის გადახდილი თანხა, მიუხედავად იმისა, მომხმარებელმა გაიმარჯვა თუ ვერა, უკან არ ბრუნდება და მთლიანად გადაეცემა გირჩს.

19. თუ პირის მიერ განხორციელებული ტრანზაქცია აისახება 1-ლი პუნქტის „ა“ ან/და „ბ“ ქვეპუნქტში მითითებული ღონისძიების დასრულების დროის შემდეგ, გადახდილი თანხა არ ჩაითვლება რეიტინგის ნაწილად და უკან დაუბრუნდება მომხმარებელს.

20. მე-19 პუნქტში ნახსენები თანხის უკან დაბრუნება მოხდება ერთი კვირის ვადაში.


გამარჯვებულის გამოვლენა და პრიზი

21. 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში მითითებულ ღონისძებაში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნება პირველ სამ პოზიციაზე მყოფი მომხმარებელი.

22. 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ ღონისძიებაში გამარჯვებულად მიჩნეულ იქნება პირველ ორ პოზიციაზე მყოფი მომხმარებელი.

23. აუქციონის დასრულების შემდეგ, თუ რამდენიმე ადამიანის მიერ გადახდილი თანხა იქნება იდენტური, გამარჯვებულად ჩაითვლება ის, ვინც ყველაზე პირველად ჩარიცხა აუქციონის თანხა.

24. გამარჯვებულთა სია გამოქვეყნდება საიტზე 2018 წლის 31 დეკემბრის 23:45 საათზე და პირველი იანვრის ღამეს 03:15-ზე, ღონისძიების ორგანიზატორის მიერ.

25. ღონისძიების ორგანიზატორი უკავშირდება გამარჯვებულს და უთანხმებს მას ჯაფარას ვიზიტის ადგილს ახალი წლის სუფრაზე, 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნტში გამარჯვებულის შემთხვევაში 1-ლი იანვრის 01:00-დან 1 იანვრის 04:00-მდე, ხოლო „ბ“ პუნქტში გამარჯვებულის შემთხვევაში, 1-ლი იანვრის 04:00-დან 1 იანვრის 06:00-მდე.

26. იმისთვის, რომ გამარჯვებულმა მიიღოს პრიზი, აუცილებელია უპასუხოს სატელეფონო ზარს და შეუთანხმოს ღონისძიების ორგანიზატორს „სუფრის“ გამართვის ადგილმდებარეობა.

27. ღონისძიების ორგანიზატორი დაურეკავს გამარჯვებულს მაქსიმუმ სამჯერ. თუ სამი ცდის შემდეგ დაკავშირება ვერ მოხერხდება, გამარჯვებულის სტატუსს მიიღებს ლიდერბორდის რეიტინგში მომდევნო პირი.

28. ჯაფარა თითოეულ გამარჯვებულთან მინიმუმ 36 წუთით მივა სტუმრად.

29. 1-ლი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტში გამარჯვებულების შემთხვევაში:

ა. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა სტუმრად მივა 01:00-დან 02:00 შუალედში.

ბ. მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა სტუმრად მივა 02:00-დან 03:00-მდე.

გ. მესამე გამარჯვებულთან ჯაფარა სტუმრად მივა 03:00-დან 04:00-მდე.

30. 1-ლი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში გამარჯვებულების შემთხვევაში:

ა. პირველ გამარჯვებულთან ჯაფარა სტუმრად მივა 04:00-დან 05:00 შუალედში.

ბ. მეორე გამარჯვებულთან ჯაფარა სტუმრად მივა 05:00-დან 06:00-მდე.

31. დღის განმავლობაში ერთი ბარათით შესაძლებელია მხოლოდ 10 გადახდის განხორციელება.

32. ახალ წლამდე გამართულ აუქციონში გადახდილი თანხა, ემატება ახალი წლის ღამეს მიმდინარე აუქციონში გადახდილ თანხას.

33. გთხოვთ გაითვალისწინოთ: იქიდან გამომდინარე, რომ გადახდილი თანხები წარმაოდგენს დონაციას, მას ვერ განახორციელებთ ბიზნეს ბარათებით.