ხარჯების შემცირება

  • დიდი ბიუროკრატია და გაბერილი სამთავრობო ხარჯები არა მხოლოდ კორუფციის ძირითადი მასაზრდოებელია, არამედ ნაკლები თავისუფლების მთავარი ინდიკატორი და სწრაფი განვითარების მნიშვნელოვანი მუხრუჭიცაა.
  • პრეზიდენტის ადმინისტრაციის ბიუჯეტი წელიწადში 10 მილიონი ლარია. პრეზიდენტის სარეზერვო ფონდი - 5 მილიონი ლარი. ნავარაუდევია რომ მომავალი 6 წლის განმავლობაში პრეზიდენტი დახარჯავს მინიმუმ 90 მილიონ ლარს. შევკვეც პრეზიდენტის ადმინისტრაციის და სარეზერვო ფონდის ბიუჯეტებს და მომავალ 6 წელში დავზოგავ მინიმუმ 75 მილიონ ლარს.
  • 21-ე საუკუნეში სრულიად არაადექვატურია პრეზიდენტს ან ნებისმიერ საჯარო მოხელეს გააჩნდეს ასეთი მასშტაბის საპრეზიდენტო სასახლე, როგორიც აქვს საქართველოს პრეზიდენტს. ეს სასახლე არის გასაყიდი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია უნდა გადავიდეს ბევრად მოკრძალებულ და მკაცრად სამუშაო გარემოში.
  • პრეზიდენტი აწერს ხელს ყველა კანონს, მათ შორის ბიუჯეტის კანონს. ყველა ბიუჯეტის კანონს, ისევე როგორც ცვლილებას ბიუჯეტის კანონში, დავადებ ვეტოს და მთავრობასა და პარლამენტს მოუწევთ ჯერ თითოეული თეთრის აუცილებლობის საჯაროდ დადასტურება, ხოლო შემდეგ ვეტოს დაძლევა.

#სხვადანარჩენი

img