სხვა უფლებამოსილებები

  • საქართველოს პრეზიდენტს გააჩნია სხვა უფლებამოსილებებიც, რომლებთან მიმართებაშიც რთულია კონკრეტული დაპირების გაცემა, მაგრამ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის გასაგები იყოს რა ტიპის მოტივაციით იქნება განპირობებული ჩემი გადაწყვეტილებები. ასე მაგალითად:
  • ეროვნული ბანკის საბჭოს წევრის წარდგენა - რადგან პრეზიდენტის უფლებამოსილებას სცდება ქვეყანაში მონეტარული პოლიტიკის სისტემის ცვლილება, წარვადგენ ისეთ ადამიანებს რომლებიც ხელს შეუშლიან ერ. ბანკის მთავრობასთან შეთანხმებულ მავნებულურ მონეტარულ პოლიტიკას, ანუ, ადამიანებს რომლებიც მხარს არ დაუჭერენ ინფლაციას, რეფინანსირების სესხების გაცემას და ამით მთავრობისა და კომერციული ბანკების უპასუხისმგებლობის წახალისებას.
  • იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ერთი წევრის დანიშვნა - დავნიშნავ ისეთ ადამიანს რომელიც არასოდეს წავა თავისუფლების იდეის წინააღმდეგ და რომელიც უბრალოდ იქნება სასამართლო სისტემიდან ამბის გამომტანი, რადგან მეტის გაკეთება არსებულ რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია.
  • სხვა ქვეყნებში საქართველოს ელჩების დანიშვნა - არ ვაპირებ რაიმე ფორმით ხელი შევუშალო საგარეო საქმეთა სამინისტროს გადაწყვიტოს ვინ უნდა წარმოადგენდეს საქართველოს ამა თუ იმ ქვეყანაში, თუ წარმოდგენილი ადამიანი არ იქნება დეკლალირებული ფაშისტი, ქსენოფობი, ჰომოფობი ან კოლაბორაციონისტული ხედვების მატარებელი.
  • საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის დანიშვნა - ისევე როგორც იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შემთხვევაში, დავნიშნავ ისეთ ადამიანს რომელიც არასოდეს წავა თავისუფლების იდეის წინააღმდეგ და რომელიც იქნება საკონსტიტუციო სასამართლოდან ამბის გამომტანი, მათ შორის განხილულ საქმეებზე განსხვავებული აზრის ჩამოყალიბების გზით, რადგან მეტის გაკეთება არსებულ რეალობაში უბრალოდ შეუძლებელია.
  • მთავრობის წარდგინებით პარლამენტისთვის ასარჩევად ეროვნული მარეგულირებელი ორგანოების წევრობის კანდიდატების წარდგენა - არ ვაპირებ ასეთი ადამიანების წარდგენას, რადგან ვთვლი რომ მარეგულირებლები გასაუქმებელია და ადამიანები რომლებიც ამ სტრუქტურებში მრავალათასიან ხელფასებს იღებენ, სახლში არიან გასაშვები.
  • სახელმწიფო ჯილდოებისა და პრემიების, საპატიო წოდებების მინიჭება - წარმოდგენა არ მაქვს ვინ შეიძლება დავაჯილდოვო, მომავალში ვიფიქრებ ამაზე, მაგრამ ერთმნიშვნელოვნად არ გამოვიყენებ ამ ინსტრუმენტს ცნობილი ადამიანების გულის მოსაგებად.
  • რეფერენდუმის დანიშვნა - 200,000 ხელმოწერის შეგროვების შემთხვევაში დავნიშნავ რეფერენდუმს ნებისმიერ საკითხზე რომელიც არ იქნება მიმართული ადამიანის თავისუფლების შეზღუდვისკენ.

#სხვადანარჩენი

img