კიდევ რაზე დავხარჯავ დროს

  • იმის გათვალისწინებით რომ საქართველოს პრეზიდენტი კონსტიტუციის თანახმად წარმოადგენს ქვეყანას საგარეო ურთიერთობებში, გარდა სტანდარტული საქმეებისა, ვაპირებ დროის ნაწილი დავხარჯო შემდეგი ორი პროექტის განხორციელებაზე:
  • ეკონომიკის განვითარებისთვის ვაჭრობას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.  საქართველოს უკვე აქვს მეტ-ნაკლებად თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობები თანამედროვე სამყაროს მნიშვნელოვან ბაზრებთან. თუმცა არ გვაქვს თავისუფალ ვაჭრობაზე ხელშეკრულება მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან, აშშ-სთან. საპრეზიდენტო ვადაში ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ ასეთი ხელშეკრულება გაფორმდეს, რაც უდიდესი მნიშვნელობის წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება როგორც ეკონომიკური, ისე უსაფრთხოების თვალსაზრისით. იგივეს გაკეთებას ვეცდები ყველა სხვა ქვეყანასთან მიმართებაშიც.
  • სამყაროს მომავალი არის ციფრული. ეს მომავალი მნიშვნელოვან გამოწვევებს და შესაძლებლობებს წარმოშობს კაცობრიობისთვის ბევრი მიმართულებით. მე მჯერა რომ ქვეყანა, ერი, საზოგადოება, რომელიც უფრო ახლოს იქნება ციფრული ტექნოლოგიების ყველაზე თანამედროვე მიღწევებთან, უფრო ეფექტურად შესძლებს ერთი მხრივ გაუმკლავდეს მომავლის გარდაუვალ გამოწვევებს, ხოლო მეორე მხრივ ყველაზე სწრაფად გამოიყენოს აქამდე წარმოუდგენელი და ახლად გაჩენილი შესაძლებლობები. ყველანაირად შევეცდები გამოვიყენო ქვეყნის პრეზიდენტის სტატუსი იმისათვის რომ საქართველოში გაჩნდეს ქართული Sillicon Valley, სადაც წარმოდგენილი იქნებიან ციფრული ტექნოლოგიების თანამედროვე გიგანტები.

#სხვადანარჩენი

img