სამართლიანობა

 

  • მსხვერპლის გარეშე არ არსებობს დანაშაული. საქართველოში მოქმედებს უამრავი კანონი, რომელიც უსამართლოა. სასამართლო სისტემა წლებია ვერ ასრულებს სამართლიანი მსაჯულის ფუნქციას.
  • პრეზიდენტის ინსტიტუტისთვის შეწყალების უფლების არსებობას მხოლოდ იმ შემთხვევაში აქვს აზრი თუ მისი გამოყენება ხდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლებების მხრიდან ჩადენილი უსამართლობების გამოსასწორებლად.
  • შევიწყალებ ყველას ვინც სისტემამ უსამართლოდ დასაჯა - ყველას ვინც სისტემამ ისეთი ,,დანაშაულისთვის” დასაჯა, სადაც მსხვერპლი არ არსებობს. მათ შორის, არსებულ ნარკოპოლიტიკასთან მიმართებაში, არამხოლოდ საპატიმრო სასჯელი მოეხსნებათ, არამედ ყველა უფლება აღუდგებათ მათ, ვისაც ე.წ ‘ნარკოდანაშაულის’ გამო სახელმწიფომ ჩამოართვა სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო თუ პედაგოგიური საქმიანობის უფლება, საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება თუ პასიური საარჩევნო უფლება.

#სხვადანარჩენი

img