თავდაცვისუნარიანობა

  • კეთილდღეობის მაღალი დონის მიღწევა შეუძლებელია უსაფრთხოების უზრუნველყოფის გარეშე. მიუხედავად იმისა რა დრო დასჭირდება ქვეყანას უსაფრთხოების საერთაშორისო გარანტიების მიღებისთვის, იქნება ეს ნატო თუ ორმხრივი შეთანხმება სტრატეგიულ პარტნიორთან, საქართველოს ნებისმიერ შემთხვევაში სჭირდება საკუთარი თავდაცვისა და უსაფრთხოების მაქსიმალურად მოკლე ვადაში უზრუნველყოფა. ეს უპირველეს ყოვლისა გულისხმობს თავდაცვისთვის სათანადო რესურსების გამოყოფას.
  • როგორც საქართველოს სახელმწიფოს მეთაური და საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ თავდაცვის დაფინანსება გაორმაგდეს მომავალი 5 წლის განმავლობაში.
  • სავალდებულო სამხედრო სამსახური არის სახელმწიფოს მიერ დაკანონებული მონობა და არაფერი აქვს საერთო ქვეყნის თავდაცვისუნარიანობასთან. პრეზიდენტის ბრძანებულებებით გავაუქმებ ყველა მთავრობის დადგენილებას სავალდებულო გაწვევასთან დაკავშირებით, რითიც ეფექტურად მოხდება ამ სამარცხვინო სისტემის ფაქტობრივი გაუქმება.

#სხვადანარჩენი

img